შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანტონ ქუთათელი![]()
ბიოგრაფიაანტონ ქუთათელი იყო საქართველოს საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. ეპისკოპოსი. "დიდად განთქმული სათნოებათა შინა და ძლიერი საქმით და სიტყვით"(ბასილი ეზოსმოძღვარი, "ცხოვრება მეფეთ–მეფისა თამარისი"). ანტონ ქუთათელი მონაწილეობდა თამარის მეფედ კურთხევის ცერემონიალში 1184 წელს. თამარის მეფობის დასაწყისში იგი ნიკოლოზ გულაბერიძესთან ერთად ხელმძღვანელობდა თამარის მიერ მოწვეულ საქართველოს საეკლესიო კრებას, რომელმაც შეცვალა უღირსი ეპისკოპოსები და გამართა საეკლესიო წესები. დასავლეთ საქართველოს დიდგვაროვანთა ამბოხების დროს(გიორგი რუსის გასამეფებლად), ლიხთიმერეთის მღვდელმთავრებში თამარის ერთგული მხოლოდ ანტონ ქუთათელი დარჩა. იგი თამარმა ამბოხებულებთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.170
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |