The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანტონ ქუთათელი

Date of birth:11??
Date of death:11??
Category:Religious leader

Biography

ანტონ ქუთათელი იყო საქართველოს საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. ეპისკოპოსი. "დიდად განთქმული სათნოებათა შინა და ძლიერი საქმით და სიტყვით"(ბასილი ეზოსმოძღვარი, "ცხოვრება მეფეთ–მეფისა თამარისი"). ანტონ ქუთათელი მონაწილეობდა თამარის მეფედ კურთხევის ცერემონიალში 1184 წელს. თამარის მეფობის დასაწყისში იგი ნიკოლოზ გულაბერიძესთან ერთად ხელმძღვანელობდა თამარის მიერ მოწვეულ საქართველოს საეკლესიო კრებას, რომელმაც შეცვალა უღირსი ეპისკოპოსები და გამართა საეკლესიო წესები. დასავლეთ საქართველოს დიდგვაროვანთა ამბოხების დროს(გიორგი რუსის გასამეფებლად), ლიხთიმერეთის მღვდელმთავრებში თამარის ერთგული მხოლოდ ანტონ ქუთათელი დარჩა. იგი თამარმა ამბოხებულებთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.170


Share: