The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ანტონ ცაგერელ–ჭყონდიდელი

სხვა სახელი:ღირსი ანტონი  (სასულიერო სახელი)
დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:1815
დაკრძალვის ადგილი:ნახარებაოს მონასტერი, მარტვილის რაიონი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

ანტონ ცაგერელ–ჭყონდიდელი იყო საეკლესიო მოღვაწე, ჭყონდიდის მიტროპოლიტი 1777–1789 წლებში. 1761 წლიდან იყო ცაგერის ეპისკოპოსი. ოდიშის მთავრის ოტია დადიანის ძე. განათლება მიიღო მარტვილის მონასტერში და კათოლიკე ბერებთან. დაახლოებით 1757 წელს სწავლის გასაგრძელებლად თბილისში გადმოვიდა, შემდეგ თელავში, სადაც სასულიერო სასწავლებელში მას ზაქარია გაბაშვილი ასწავლიდა. ანტონ ცაგერელ–ჭყონდიდელმა სახელი გაითქვა მჭერმეტყველური ქადაგებებით, მის ნიჭს დიდად აფასებდა კათოლიკოსი ანტონ I. ანტონ ცაგერელ–ჭყონდიდელის ქადაგებანი დოგმატურ–რელიგიური ხასიათისაა. სოციალურ უსამართლობას იგი ქრისტიანული მორალის გადახვევად მიიჩნევდა. გამოირჩეოდა ფართო საზოგადოებრივი საქმიანობით. მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსახლეობას, გამოდიოდა ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ, დამნაშავეებს შეაჩვენებდა, უკრძალავდა  ქრისტიანულ მღვდელმსახურებას(გარდა ნათლისცემისა). ამგვარი დადგენილება გამოიტანა მისი თავმჯდომარეობით მოწვეულმა საეკლესიო კრებამ 1797 და 1794 წლებში. ამის შედეგად დამნაშავეები შენდობას თხოულობდნენ და გაყიდული ტყვეების გამოხსნაზე ზრუნავდნენ. დიდად შეუწყო ხელი გურიასა და ოდიშს შორის შფოთისა და მტრობის აღკვეთას. 1788 წელს თავი დაანება ჭყონდიდლობას და კათედრა თავის ძმიშვილს ბესარიონს გადასცა. მათ შორის კონფლიქტი ჩამოვარდა. 1792 წელს ბესარიონი გადააყენეს და კათედრა ანტონ ცაგერელ–ჭყონდიდელის ძმას იოანე ცაგერელს გადაეცა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.170


გააზიარე: