The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანტონ განჯისკარელი

ანტონ განჯისკარელი
ოფიციალური სახელი:ანტონ ხუდავერდოვი
სხვა სახელი:აბდულა ზაბუზალ–ოღლუ  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:19 იანვარი, 1869
გარდაცვ. თარიღი:2 მაისი, 1929  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ღრმაღელის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ყურადღება მიიქცია პოეტური ნიჭითა და პოლიტიკურ–მოქალაქეობრივი თემატიკით. ცნობილია თვითმპყრობლობის წინააღმდეგ დაწერილი მისი ლექსი "მაღლა ღმერთი შეგეწიოს, ძირს ხელმწიფე, მისი ტახტი!"; 1892-1916წწ. 25-ზე მეტი წიგნი აქვს გამოცემული, ამათში ყველაზე უფრო საინტერესოა: "უბის წიგნაკი", "დეკადენტი" და სხვადასხვა ლექსები, (1904 წ), "კინტოს გოდება და სხვა საოხუნჯო ლექსები ანტონ განჯისკარელისა", 1907). ქართული სალიტერატურო კრიტიკა დადებითად აფასებდა მის შემოქმედებას. იროდიონ ევდოშვილმა მას მიუძღვნა ლექსი "სახლების მხურავი". სახალხო პოეტი. ძველი თბილისის პოეზიის წარმომადგენელი. პროფესიით მეთუნუქე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.169; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.129; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.79

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: