შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ალხაზიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველის აგრარული უნივერსიტეტის სატყეო მეურნეობის ფაკულტეტი 1992 წელს. 1985-1986წწ. ქ. თბილისის დენდროლოგიური პარკი, მუშა; 1990-1991წწ. საქართველოს ახალგაზრდობის ქრისტიან-დემოკრატიული ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი. 1991-1992წწ. საქართველოს ახალგაზრდობის ქრიასტიან-დემოკრატიული ასოციაცია, პრეზიდენტი. 1992-1994წწ. საქართველოს ახალგაზრდული პროგრამებისა და სოციალური დაცვის ეროვნული ფონდი, გენერალური დირექტორი; 1995-1996წწ. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, აღმასრულებელი აპარატი, საორგანიზაციო განყოფილების გამგე; 1996-1998წწ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1998-2001წწ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი. - თბ., 2015.-გვ. 64 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |