შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნაზი არონია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მუჟავა, წალენჯიხის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1978 წელს. 1973-1975წწ. N46 ტექნიკური სასწავლებლის სამართლის საფუძვლების მასწავლებელი; 1975-1978წწ. ენგურჰესის კომკავშირის კომიტეტის აღრიცხვისა და სტატისტიკის სექტორის გამგე; 1978-1984წწ. იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტების მომზადების რედაქციის რედაქტორი; იუსტიციის სამინისტროს სამართლის პროპაგანდისა და მოსახლეობის სამართლებრივი აღზრდის მთავარი კონსულტანტი. 1984-1987წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უმცროსი სპეციალისტი; 1987-1989წწ. უფროსი სპეციალისტი; 1989-1990წწ. დოცენტი; 1992-1993წწ. პრემიერმინისტრის მოადგილე; 1996-1998წწ. კერძო საკუთრების დაცვის ლიგის პრეზიდენტი; 1998-2004წწ. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი; 1998-2004წწ. სასამართლოებთან მუშაობის საკითხებში საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული; 2000-2004წწ. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახალხო დამცველის რწმუნებული; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015., გვ. 70; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |