The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია არჩემაშვილი

ილია არჩემაშვილი
დაბადების თარიღი:30 აგვისტო, 1964  (59 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თიანეთი.

დაამთავრა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი 1988 წელს.

1981-1983წწ. თიანეთის მოძრავ-მექანიზებული კოლონა N38, მე-3 თანრიგის მუშა; 1985-1989წწ. თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატ "საბჭოთა საქართველო", მეხანძრე, ცვლის თანრიგის ქვეოსტატი, ცვლის ოსტატის მოვალეობის შემსრულებელი; 1989-1999წწ. მუშაობდა პარტიულ-სამეურნეო ხელმძღვანელ თანამდებობებზე: 1989-1990წწ. საქართველოს ალკკ თიანეთის რაიკომის მეორე მდივანი; 1991-1993წწ. საქ. მთიანეთის ეკონომიკური და კულტურული განვითარების საზოგადოებასთან არსებული ასოციაცია "იმედი", თავმჯდომარის მოადგილე; 1993-1999წწ. სააქციო საზოგადოება "მაუდის" თიანეთის ფილიალი, მთავარი ინჟინერი, დირექტორი; 1999-2002წწ. თიანეთის რაიონული საკრებულოს თავმჯდომარე; 2002-2004წწ. სააქციო საზოგადოება "მაუდი" თიანეთის ფილიალის დირექტორი; საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი N19 თიანეთის საარჩევნო ოლქიდან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი(2004-2008).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ. 71

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია, წევრი
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "მაჟორიტარები", წევრი (2004-2008)

გააზიარე: