შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ახვლედიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი თბომომარაგება და ვენტილაციის სპეციალობით 1970 წელს და ასპირანტურა 1982 წელს. 1970-1994წწ. ეწეოდა სამეცნიერო და ბიზნეს საქმიანობას: 1970-1972წწ. საპროექტო ინსტიტუტი "საქსოფლმშენსახპროექტი", N10 სანტექნიკური განყოფილების ინჟინერი; 1972-1975წწ. ზონალური საკვლევსამეცნიერო და საპროექტო ინსტიტუტი "თბილზნიეპი", საინჟინრო განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის მოვალეობის შემსრულებელი; 1975 წელს საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი; 1975-1976წწ. სამეურნეო თემის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1976-1979წწ. სამეურნეო თემების უფროსი ინჟინერი; 1983 წელს სამეურნეო თემების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1983-2000წწ. თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 2000-2004წწ. შ.პ.ს. "ფენიქსის" კონსულტანტი (ეკონომიკურ საკითხებში); 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ.76 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |