შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ბერიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1979 წელს და მოსკოვის კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა 1984 წელს. 1979-1982წწ. ჩაის მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი; 1985-1986წწ. ჩაის მრეწველობის სამეცნიერო საწარმოო გაერთიანების ინჟინერი; 1986-1992წწ. ჩაის მრეწველობის სამეცნიერო საწარმოო გაერთიანების მეცნიერ-თანამშრომელი; 1992 წელს სახელმწიფო საბჭოს რწმუნებული გურიის რეგიონში; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი N7,60 ოზურგეთის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; 1996-1997წწ. შ.პ.ს. "მარტინ ბაუერ თბილისის" მენეჯერი; 1997-1998წწ. შ.პ.ს. "მარტინ ბაუერ თბილისის" გურიის ბიუროს უფროსი; 1998-1999წწ. შ.პ.ს. "მარტინ ბაუერ სამტრედიას" დირექტორი; 1999-2003წწ. შ.პ.ს. "მარტინ ბაუერ თბილისის" კონსულტანტი. 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", რეგიონალალური პოლიტიკის, თვითმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის წევრი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხნაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 92 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |