The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ბიბილაშვილი

ზურაბ ბიბილაშვილი
დაბადების თარიღი:8 სექტემბერი, 1957
გარდაცვ. თარიღი:15 მარტი, 2022  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით ბუღალტრული აღრიცხვა და სპეც. ბუღალტრული აღრიცხვა ვაჭრობაში 1978 წელს; თბილისის მენეჯერთა სკოლა 1990 წელს. 

1978–1981წწ. ცეკავშირის ტრესტი "საქკოოპმშენი", ინსტრუქტორ–ბუღალტერი; 1981–1983 წწ. ცეკავშირის ტრესტი "საქკოოპმშენი", რევიზორ–ბუღალტერი; 1983–1992წწ. ცეკავშირის სარევიზიო კომისია, რევიზორი; 1992–2001წწ. უკრაინის ა/კ "Air-Ukraine" წარმომადგენლობა საქართველოში, ვიცე – პრეზიდენტი; 2004 წელს შპს "შუქნიშანი", დირექტორი; 2006–2007წწ. მაჟორიტარი დეპუტატის საპარლამენტო ბიურო, მოწვეული სპეციალისტი; 2007-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 94

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2007-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2007-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2007-2008)

გააზიარე: