The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა ზოდელავა

მანანა ზოდელავა
დაბადების თარიღი:16 თებერვალი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს;

ასპირანტურის კურსი ალერგია–იმუნოლოგიის განხრით 1976 წელს.

1977–1988წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1988 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–მკურნალი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, თერაპიის N4 კათედრის დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მტვრისმიერი ბრონქული ასთმის პათოგენეზის, სპეციფიკური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ზოგიერთი საკითხები, დაიცვა 1977 წელს.

 წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.111.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკური ენდოკრინოლოგიური საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს რესპუბლიკური თერაპიული საზოგადოება, წევრი
  • სოროპტიმისტ ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია "თბილისი" კლუბი, პრეზიდენტი

გააზიარე: