Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეილა ხაფავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1949 წელს. 1949–1951წწ. მუშაობდა ქ. სოხუმის მუსიკალური სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ, 1949–1953წწ. ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს სამუსიკო სასწავლებელში და იყო ქ. სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის კომპოზიტორი; 1953–1977წწ. ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს თბილისის კულტსაგანმანათლებლო მხატვრული შემოქმედების სასწავლებელში; 1964–1967წწ. იყო თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკა–ფილოლოგიის კათედრის უფროსი მასწავლებელი და დეკანის მოადგილე; 1966 წლიდან თბილისის I სამუსიკო სასწავლებლის მუსიკის თეორიის საგნების პედაგოგი; დაწერილი აქვს:საორკესტრო და ვოკალურ–საორკესტრო ნაწარმოებები – კანტატა სოლისტების, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1949), უვერტიურა სიმფონიური ორკესტრისათვის(1950), "განთიადი" სიმფონიური სურათი(1968), საბავშვო კონცერტი ფორტეპიანოსა და კამერული ორკესტრისავის(1979), "სიმღერა საქართველოზე" კანტატა სოლისტების, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1980); კამერული და საგუნდო ნაწარმოებები – "მალხაზის სიმღერები" საბავშვო სიმღერების ციკლი ხმისა და ფორტეპიანოსათვის(1955, 12 სიმღერა), ორი სიმღერა ბავშვთა გუნდისა და ფორტერპიანოსათვის(1960), ხორუმი–ტოკატა ფორტეპიანოსათვის(1966), პიესები ჩასაბერი ინსტრუმენტებისათვის ფორტეპიანოს თანხლებით(1978), დუეტი ორი ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის(1978), "სამი გაელვებანი" ფორტეპიანოსათვის(1979), პიესა ორი ფორტეპიანოსათვის(1980); ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისათვის – "სალამურა" ოპერა საბავშვო შესრულებისთვის(1978, ორ ნაწილად), "თქმულება გედზე" ოპერა საბავშვო შესრულებისთვის(1979, ორ ნაწილად), "ჭრიჭინა" ერთაქტიანი ოპერა საბავშვო შესრულებისთვის(1980). წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 366; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.294 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |