შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გეგელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1981 წელს. 1981-1983წწ. კლინიკური და ექსპერიმენტული კლინიკის ნევროლოგიის ინსტიტუტის ორდინატურა; 1984-1990წწ. თბილისის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1990-1994წწ. კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ნევროლოგიის განყოფილება, მეცნიერ-მუშაკი; 1994-1995წწ. დირექტორის მოადგილე, მთავარი ექიმის მოადგილე; 1995-2002წწ. თბილისის "ოფთალმოლოგიისა და ნევროლოგიის ეროვნული ცენტრი", მთავარი ექიმი (ნევროლოგიური ბაზა) შეთავსებით მუშაობა; 1989-1993წწ. ბრიტანულ-საბჭოთა ერთობლივი საწარმო "უნიფარმი" - მთავარი კონსულტანტი; 1992-1994წწ. სააქციო საზოგადოება "მედსერვისი" - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (ქ. მოსკოვი); 1999-2000წწ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის "წამლის პოლიტიკის" პროგრამის დირექტორი (თბილისი); 2001-2003წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სპეციალისტი-ნევროლოგი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. საერთაშორისო ინიციატივა "აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის პაციენტთა ორგანიზაციები პაციენტთა უფლებებისა და უსაფრთხოებისათვის" მთავარი სამეცნიერო მრჩეველი, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრის "ნეოკლინიკა" ნევროლოგი, დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრის მთავარი ნევროლოგი. წყარო: საქართველოს პარლამენტი:parliament.ge; vidal.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 111 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |