The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერი გელბახიანი

ვალერი გელბახიანი
ოფიციალური სახელი:ვალერიან გელბახიანი
დაბადების თარიღი:28 მაისი, 1955  (68 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1981 წელს და ასპირანტურა 1985 წელს.

1972 წელს საჩხერის საკონსერვო ქარხანა, მუშა; 1973 წელს ჭიათურმანგანმშენის N8 სამშენებლო სამმართველოს მუშა; 1973-1974წწ. ჭიათურმანგანმშენის მცირე მექანიზაციის ამწის მემანქანე; 1975-1976წწ. საჩხერის სარემონტო კანტორის მუშა; 1981-1987წწ. საქართველოს პროკურატურა, თბილისის ოქტომბრის რაიონის პროკურატურის გამომძიებელი; 1987-1991წწ. სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება "აგრომრეწვის" იურიდიული სამსახურის უფროსი; 1991-1992წწ. საქართველოს უზენაესი საბჭოს იურიდიული კომისიის კონსულტანტი; 1992-1993წწ. საქართველოს შ. ს. სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსი; 1993-1994წწ. თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მასწავლებელი; 1994-1995წწ. საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის რწმუნებული; 1996 წელს საქართველოს პარლამენტის იურიდიული და საპროცედურო კომიტეტების მთავარი სპეციალისტი; 1996-1998წწ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 1998-1999წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე; უშიშროების საბჭოს მდივანი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით; ფრაქცია "აღორძინების" თავმჯდომარის მოადგილე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციუი რეფორმების კომიტეტის წევრი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი, N50 საჩხერის საარჩევნო ოლქი, საინიციატიბო ჯგუფი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის და ფრაქცია "დამოუკიდებელი მაჟორიტარების"თავმჯდომარის მოადგილე. 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 115

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ჩვენი საქართველო", თავმჯდომარე (2007-2008)

გააზიარე: