The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია გეწაძე

გია გეწაძე
დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1968  (55 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი 1995 წელს და ასპირანტურა 1999 წელს.

1994-1995წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სტაჟიორი; 1994-1996წწ. გრაისფილდის უნივერსიტეტის პროფესორის თანაშემწე; 1995 წლიდან სახელმწიფო უწყებებში მუშაობდა: 1995-1997წწ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფროსი თანაშემწე; 1997-1998წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს იურიდიული მრჩეველი; 2000-2004წწ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მდივანი; 2001-2002წწ. AMEX INTERNATIONAL-ის მთავარი იურიდიული მრჩეველი; 2001-2002წწ. IRIS საქართველოს მთავარი იურიდიული მრჩეველი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე (2003); პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთის მხარეში (2004); 2004-2005წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2005 წელს დატოვა სახელმწიფო სამსახური და დააფუძნა იურიდიული ფირმა "გეწაძე და პატეიშვილი"; იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი და ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას; მონაწილეობას იღებდა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის შემუშავებაში; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (ილიაუნი) იურიდიული ფაკულტეტის დეკანი; 2015-2018წწ. უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; საქართელოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 116

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", დამფუძნებული (1994-)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2004)

გააზიარე: