The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამია ხატელიშვილი

მამია ხატელიშვილი
დაბადების თარიღი:2 აპრილი, 1932
გარდაცვ. თარიღი:4 ივლისი, 1987  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაიასი.

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი (პროფ. ვ. ხმალაძესთან) 1959 წელს; იმავე წელს ჩააბარა საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე, ხოლო 1964 წელს გადავიდა საკომპოზიციო განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1972 წელს (ა. მაჭავარიანის კლასი).

მ. ხატელიშვილი სრულიად ახალგაზრდა შეუდგა შემოქმედებით მოღვაწეობას. 1949 წლიდან ხელმძღვანელობდა სხვადასხვა თვითმოქმედ და საგუნდო კოლექტივებს, როგორც თბილისში ისე საქართველოს სხვა ქალაქებში (ჭიათურა, ტყიბული, ბორჯომი), 1955–1957 წლებში სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის, ხოლო 1957-1959 წლებში, კი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის სოლისტია. 1961–1967 წლებში საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ვოკალური კვარტეტის ხელმძღვანელია. 1970 წლიდან დიდი ხნის განმავლობაში სათავეში ედგა საქართველოს სახელმწიფო სატელევიზიო და რადიომაუწყებლობის კომიტეტის ვაჟთა ვოკალურ  ოქტეტს, ხოლო 1977 წლიდან ვ. აბაშიძის სახ. მუსიკალური კომედიის  თეატრის ფოლკლორული ანსამბლის ხელმძღვანელია. დაწერილი აქვს მრავალი საგუნდო და საესტრადო ნაწარმოებები, კანტატა "ჯაჭვის თორანი" და ვოკალურ-სიმფონიური ციკლი "ჩემი ქალაქის დილა", მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვისა და კინოფილმებისთვის, სიმღერები: "ხორუმი", "კარგი ხარ, გოგოვ", "სიმღერა საქართველოზე", "შენ ერთადერთს", "მერცხალი", "ია", "ახალგაზრდული სიმღერა", "ნადური", "სიზმარი", "თენდება", "ქართველი მეშახტეებისადმი", "შენ, სისხლო ჩემო" და სხვა. განსაკუთრებული სილაღით ასრულებდა ქართულ ხალხურ სიმღერებს, რაშიც ხელს უწყობდა ლამაზი, ხავერდოვანი ხმა. 1948-1987 წლებში საქართველოს რადიოთი და ტელევიზიით ატარებდა ქართული ხალხური სიმღერების გაკვეთილებს, რამაც მსმენელთა დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. 

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 368; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.36

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1976-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1956 - მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალი
    ლაურეატი

გააზიარე: