| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან ხორავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთიю დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1979 წელს. 1980-1982წწ. იყო ფოთის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი; 1982 წლიდან ასწავლიდა კომპოზიციას თბილისის VIII მუსიკალურ სკოლაში; დაწერილი აქვს: ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისათვის – საბავშვო ოპერეტა (1979), "სინათლის ძალა" ბალეტი (1982); სიმფონიური ნაწარმოებები – კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის (1978); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – სონატა ფორტეპიანოათვის (1975), "ექსტაზი" სიმებიანი ორკესტრისათვის (1980), სიმებიანი კვარტეტი (1980), "ელეგია" ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (1980), კამერული სიმფონია სიმებიანი ორკესტირსათვის (1981), კონცერტი ვიოლინოსა და კამერული ორკესტრისათვის (1982), საფორტეპიანო მინიატურები (1982), საბავშვო საფორტეპიანო პიესები (1983); საგუნდო ნაწარმოებები, რომანსები. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 370; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 586-587 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

