The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ხუროშვილი

თამარ ხუროშვილი
დაბადების თარიღი:27 მაისი, 1913
გარდაცვ. თარიღი:აპრილი, 2000  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1942 წელს (თეორიულ–საკომპოზიციო).

1938 წლიდან მუშაობდა თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში; 1944 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის კათედრის პედაგოგი; 1950 წლიდან თანამშრომლობდა რესპუბლიკის პერიოდულ ბეჭდურ გამოცემებთან; დაწერილი აქვს: წიგნები, ბროშურები, ნაშრომები კრებულებად; ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ქართული საფორტეპიანო კონცერტი", დაიცვა 1979 წელს.

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 372

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1944-1993)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების მედალი
    ქართული სამუსიკო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

გააზიარე: