The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტატიანა ზუბიაშვილი

ტატიანა ზუბიაშვილი
დაბადების თარიღი:29 სექტემბერი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1982 წელს.

1982 წლიდან არის თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (კარდიოლოგიისა, კლინიკური ფარმაკოლოგიის და გერიატრიის განყოფილებები) თანამშრომელი; 2000 წლიდან აკად ნ. ყიფშიძის სახელობის თერაპიის ეროვნული ცენტრის გერიატრია-გერონტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1997-2000 წწ. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტ "თბილისი"-ს კლინიკური ფარმაკოლოგიის კათედრის პედაგოგი და საგნის ხელმძღვანელი; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი გერონტოლოგი (15.06.2000); 2006 წლიდან გერიატრიის კათედრის სრული პროფესორი; 2001-2005 წწ. ი. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის თერაპიის კათედრის პროფესორი.
2010 წლიდან თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თერაპიის კათედრის სრული პროფესორი. არის 75 სამეცნიერო შრომის ავტორი. ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბეტაადრენობლოკატორებისა და კალციუმის ანტაგონისტების კომბინირებული გამოყენება სტენოკარდიის სინდრომით მიმდინარე გულის იშემიური დაავადების დროს", დაიცვა 19888 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.112; სამედიცინო საინფორმაციო პორტალი: vidal.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გერიატრიული საზოგადოება, წევრი
  • გერონტოლოგიის საზოგადოება, წევრი

გააზიარე: