The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან გზირიშვილი

ლევან გზირიშვილი
დაბადების თარიღი:13 ნოემბერი, 1959  (64 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კასპი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1983 წელს.

1976-1977წწ. მცხეთის რაიკოოპკავშირის მშენებლობა, მუშა; საქართველოს შსს შრომა-გასწორების სამმართველო, კონტროლიორი; 1977-1978წწ. თბილისის წიგნის ფაბრიკა, დამხმარე მუშა;  1978-1980წწ. საქკონსერვმრეწვის კასპის ხილკენკროვანი ღვინის ქარხანა, იურისტ-პრეტენზიონისტი; 1983-1984 ადიგენის რაიონის პროკურატურა, სტაჟიორი; 1984-1985 გორის რაიონის პროკურატურა, სტაჟიორ-გამომძიებელი; 1985 წელს გორის რაიპროკურატურა, გამომძიებელი; 1985-1986წწ. გორის რაიონის პროკურატურა, პროკურორის თანაშემწე; 1986-1990წწ. საქართველოს სსრ პროკურატურა, საგამოძიებო სამმართველოს პროკურორი; 1990-1991წწ. კასპის რაიონის პროკურორი; 1991 წელს საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურა, საგამოძიებო ნაწილის პროკურორი; 1991-1993წწ. საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურა, საგამოძიებო სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო განყოფილების პროკურორი; 1993-1997წწ. კასპის რაიონის პროკურორი; 1997-1999წწ. ხაშურის რაიონის პროკურორი; 1999-2003წწ. მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, კასპის N30 საინიციატივო ჯგუფი, იურიდიული კომიტეტის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი, ფრაქცია "დამოუკიდებელი მაჟორიტარები", ფრაქცია "ჩვენი საქართველო"-ს თავმჯდომარის მოადგილე; 2012-2103წწ. აჭარის ა/რ მთავარი პროკურორი.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 121

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წევრი (2017-)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)

გააზიარე: