შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახა გიუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1987 წელს. 1882-1992წწ. თბილისის ხორცკომბინატი, მუშა; 1982-1983წწ. ტრესტ თბილ. რემ. მშენის N2 სარემონტო-სამშენებლო უბანი; 1987 წელს სსრკ მშენებლობის ბანკი, ეკონომისტი; სსრკ მრეწვმშენბანკის სამგორის რაიონის უფროსი ეკონომისტი; 1990-1991წწ. პირველი კატეგორიის სპეციალისტი; 1991-1996წწ. საქართველოს სამეფო ბანკი, გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1996-1999წწ. ინტელექტბანკი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, პ/მ "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", ფრაქცია "მრეწველები", საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, ბლოკი "მემარჯვენე ოპოზიცია-მრეწველები, ახლები", საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 125 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |