The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზვიად გოგიტიძე

ზვიად გოგიტიძე
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1966  (57 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტი; საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი.

1984–1989 წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტი, რეჟისორის ასისტენტი; 1993–2001 წწ. შპს "გიორგობელა", საერთაშორისო გადაზიდვების მენეჯერი; 2001–2006 წწ. პს "დილიჟანსი", დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში; 2006–2007 წწ. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოს დაცვის ინსპექციის ქვემო ქართლის ბიუროს ინაპექტორების განყოფილების უფროსი სპეციალისტი. საქართველოს პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", საგარეო ურთიერთობათა  კომიტეტის, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი (2007-2008). 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 128

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2007-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2007-2008)

გააზიარე: