The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამინ გოგოხია

რამინ გოგოხია
დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. წალენჯიხა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1974 წელს და საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი.

1974-1991წწ. ეწეოდა პარტიულ-სამეურნეო საქმიანობას: 1974 წელს კომკაშირის რაიკომის ინსტრუქტორი, ქ. წალენჯიხა; 1974-1979წწ. კომკავშირის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგე, ქ. წალენჯიხა; 1979-1980წწ. კომკავშირის რაიკომის მეორე მდივანი, ქ. წალენჯიხა; 1980-1982წწ. პარტიის რაიკომის პოლიტიკური განათლების კაბინეტის გამგე, ქ. წალენჯიხა; 1982-1989წწ. პარტიის რაიკომის საერთო განყოფილების გამგე, ქ. წალენჯიხა; 1989-1991წწ. სახალხო კონტროლის რაიონული კომიტეტის თავმჯდომარე, ქ. წალენჯიხა; 1991-1992წწ. ქ. წალენჯიხის საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარე; 1992-1995წწ. წალენჯიხის ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი კომერციულ დარგში; 2004-2008წწ. საქარტველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 129

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2004-2008)

გააზიარე: