შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მეგი გოცირიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალობით ელექტროქიმიურ წარმოებათა ტექნოლოგია 1993 წელს. 1991–1992წწ. გაზეთი "დემოკრატია", სოციალურ–ეკონომიკური განყოფილების გამგე; 1993–1998წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არაორგანული ქიმიის კათედრა, ლაბორანტი; 1999–2001წწ. შ.პ.ს. "ქედანი", დირექტორი; 2001 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია "გზა მომავლისკენ", თავმჯდომარე; 2002 წელს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება; 2002–2004წწ. საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის ექსპერტ-კონსულტანტი; საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, ისანი სამგორის რაიონული ფილიალის უფროსი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 135 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |