The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მანანა ცერცვაძე

მანანა ცერცვაძე
Date of birth:5 January, 1949
Date of death:21 February, 1983  (at 34 years)
Burial location:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Composer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1973 წელს.

1973–1983 წწ. ასწავლიდა თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში მუსიკის თეორიის საგნებს; 1974–1976 წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის კამერული ნაწილის რეჟისორი; 1976– 1978 წწ. განაგებდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების მუსიკალური თეატრებისა და ქორეოგრაფიის სამეცნიერო– შემოქმედებით კაბინეტს; 1978 წლიდან ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტალურ სკოლაში; 1980 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის 5 January, 1949 Date of death: 21 February, 1983 (at 34 years) Category: Composer, Educator სახელმწიფო კონსერვატორიის სოლო სიმღერის კათედრის მასწავლებელი. დაწერილი აქვს: სიმფონიური ნაწარმოებები – სიმფონიური სურათი "განთიადი" (1972), კონცერტი ორკესტრისათვის(1973); კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები – ორი პრელუდია ფორტეპიანოსათვის, რომანსი ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის, პიესები ვიოლინოს, ვიოლონჩელოს, ფლეიტის, ჰობოისა და ფორტეპიანოსათვის, ცეკვები საფორტეპიანო ტრიოსათვის(1967), პიესები ჩასაბერი ინსტრუმენტებისათვის, ვარიაციები ფორტეპიანოსათვის(1968), სონატა-ფანტაზია ფორტეპიანოსათვის(1969); კამერულ- ვოკალური ნაწარმოებები – ვოკალური ციკლი ბარიტონისა და ფორტეპიანოსათვის(1970), ვოკალური ციკლი მეცო-სოპრანოსა და ფორტეპიანოსათვის(1974), ვოკალური ციკლი სოპრანოს, ბარიტონისა და ინსტრუმენტული ანსამბლისათვის(1978); საგუნდო ნაწარმოებები – სიმღერა ბავშვთა გუნდისა და ფორტეპიანოსათვის "თოვლი მოდის" (1966), პოემა გუნდისათვის ა კაპელა(1967); საესტრადო სიმღერები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის. იყო ცნობილი მეცნიერის, ალექსანდრე ალექსიძის მეუღლე.

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 384

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1976-1983)

Share: