The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანტონ წულუკიძე

ანტონ წულუკიძე
Date of birth:17 March, 1921
Date of death:6 April, 1995  (at 74 years)
Category:Musician, Educator, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1950 წელს(თეორიულ–საკომპოზიციო).

1951–1956წწ. ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს თბილისის II სამუსიკო სასწავლებალში; 1953–1961წწ. იყო ჟურნალ "სბჭოთა ხელოვნებას" მუსიკალური და ქორეოგრაფიული განყოფილების გამგე, 1961 წლიდან მუსიკალური დაწესებულებების განყოფილების უფროსი, 1965 წლიდან საქართველოს კულტურის სამინისტროს სარეპერტუარო–სარედაქციო კოლეგიის მუსიკალური ხელოვნებისა და დრამატული თეატრების მთავარი რედაქტორი; 1953 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1981 წლიდან მუსიკის ისტორიის კათედრის დოცენტი; დაწერილი აქვს: წიგნები და ბროშურები – "შალვა მშველიძე"(1964), "თანამედროვეობის მუსიკა"(1966), "ევგენი მიქელაძე"(1968), "ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტები და ინსტრუმენტული მუსიკა"(1970), "ქართული საბჭოთა მუსიკა"(1971), "ზაქარია ფალიაშვილი"(1971), "ქართული მუსიკა"(1974); ნაშრომები კრებულებად – "ო.თაქთაქიშვილის შემოქმედებითი გზა"(1956), "ანდრია ბალანჩივაძის მეორე სიმფონია"(1961); შესავალი სტატიები წიგნებისა და ბროშურებისათვის; სტატიები პერიოდულ ბეჭვდურ გამოცემებში, ჟურნალებში – "ქართველი კომპოზიტორების ახალი ნაწარმოებები"(1954), "დაისის" ახალი დადგმის შესახებ"(1957), "მაღალ საოპერო ხელოვნებაზე"(1959), "დიდი ხელოვნების ესტაფეტა"(1966, სახალხო არტისტ დ. ანდღულაძესა და მის მოსწავლეებზე), "დ. შოსტაკოვიჩი და მისი სიმფონიები"(1968), "საქართველოს კულტურის დღეები საარბრიუკენში"(1974), "ქართული ბელკანტოს ფუძემდებელი"(1982); ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "შალვა მშველიძე და მისი საოპერო შემოქმედება", დაიცვა 1979 წელს.

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 396

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1954-19??)
  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის მუსიკალური კრიტიკის კომისიის ბიურო, წევრი (1954-1960)
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, წევრი (1962-1979)

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: