Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანტონ წულუკიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1950 წელს(თეორიულ–საკომპოზიციო). 1951–1956წწ. ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს თბილისის II სამუსიკო სასწავლებალში; 1953–1961წწ. იყო ჟურნალ "სბჭოთა ხელოვნებას" მუსიკალური და ქორეოგრაფიული განყოფილების გამგე, 1961 წლიდან მუსიკალური დაწესებულებების განყოფილების უფროსი, 1965 წლიდან საქართველოს კულტურის სამინისტროს სარეპერტუარო–სარედაქციო კოლეგიის მუსიკალური ხელოვნებისა და დრამატული თეატრების მთავარი რედაქტორი; 1953 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1981 წლიდან მუსიკის ისტორიის კათედრის დოცენტი; დაწერილი აქვს: წიგნები და ბროშურები – "შალვა მშველიძე"(1964), "თანამედროვეობის მუსიკა"(1966), "ევგენი მიქელაძე"(1968), "ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტები და ინსტრუმენტული მუსიკა"(1970), "ქართული საბჭოთა მუსიკა"(1971), "ზაქარია ფალიაშვილი"(1971), "ქართული მუსიკა"(1974); ნაშრომები კრებულებად – "ო.თაქთაქიშვილის შემოქმედებითი გზა"(1956), "ანდრია ბალანჩივაძის მეორე სიმფონია"(1961); შესავალი სტატიები წიგნებისა და ბროშურებისათვის; სტატიები პერიოდულ ბეჭვდურ გამოცემებში, ჟურნალებში – "ქართველი კომპოზიტორების ახალი ნაწარმოებები"(1954), "დაისის" ახალი დადგმის შესახებ"(1957), "მაღალ საოპერო ხელოვნებაზე"(1959), "დიდი ხელოვნების ესტაფეტა"(1966, სახალხო არტისტ დ. ანდღულაძესა და მის მოსწავლეებზე), "დ. შოსტაკოვიჩი და მისი სიმფონიები"(1968), "საქართველოს კულტურის დღეები საარბრიუკენში"(1974), "ქართული ბელკანტოს ფუძემდებელი"(1982); ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "შალვა მშველიძე და მისი საოპერო შემოქმედება", დაიცვა 1979 წელს. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 396 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |