შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური დავითაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გოგაძეები, შუახევის რაიონი. დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია - ფილოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობა - ქართული ენა, ლიტერატურა და ისტორია 1974 წელს. 1974-1979წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას: ხელვაჩაურის რაიონის თხილნარის საშუალო სკოლის ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებელი; 1976 წელს აჭარის სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი (შეთავსებით); 1976-1979წწ. აჭარის სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (შეთავსებით); 1979-1982წწ. აჭარის სახელმწიფო მუზეუმის საბჭოთა პერიოდის განყოფილების გამგე; 1982-1985წწ. საქართველოს კომპარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის ლექტორი; 1985-1986წწ. საქართველოს კომპარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების ინსტრუქტორი; 1986-1988წწ. საქართველოს კპ აჭარის საოლქო კომიტეტის ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის განყოფილების ინსტრუქტორი; 1988-1989წწ. საქართველოს კპ აჭარის საოლქო კომიტეტის ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის განყოფილების პასუხისმგებელი ორგანიზატორი; 1989-1991წწ. საქართველოს კპ აჭარის საოლქო კომიტეტის ინსპექტორი; 1991-1993წწ. ბათუმის საბაჟოს ინსპექტორი; 1993 წელს აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის უფროსი; 1993-2003წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შტაბის უფროსი; 2004 წელს საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "დემოკრატიული აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №82 შუახევის საარჩევნო ოლქიდან. დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა 2004 წლის 10 აგვისტოს გარდაცვალების გამო. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.144 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |