The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური დავითაძე

იური დავითაძე
დაბადების თარიღი:16 ნოემბერი, 1952
გარდაცვ. თარიღი:31 ივლისი, 2004  (51 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გოგაძეები, შუახევის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია -ფილოლოგიის ფაკულტეტი 1974 წელს.

1974-1979წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას:  ხელვაჩაურის რაიონის თხილნარის საშუალო სკოლის ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებელი; 1976 წელს აჭარის სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი(შეთავსებით); 1976-1979წწ. აჭარის სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი(შეთავსებით); 1979-1982წწ. აჭარის სახელმწიფო მუზეუმის საბჭოთა პერიოდის განყოფილების გამგე; 1982-1985წწ. საქართველოს კომპარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის ლექტორი; 1985-1986წწ. საქართველოს კომპარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების ინსტრუქტორი; 1986-1988წწ. საქართველოს კპ აჭარის საოლქო კომიტეტის ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის განყოფილების ინსტრუქტორი; 1988-1989წწ. საქართველოს კპ აჭარის საოლქო კომიტეტის ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის განყოფილების პასუხისმგებელი ორგანიზატორი; 1989-1991წწ. საქართველოს კპ აჭარის საოლქო კომიტეტის ინსპექტორი; 1991-1993წწ. ბათუმის საბაჟოს ინსპექტორი; 1993 წელს აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის უფროსი; 1993-2003წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შტაბის უფროსი; 2003-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, N82 შუახევის საარჩევნო ოლქი, დემოკრატიული აღორძინების კავშირის სიით, რეგიონალური პოლიტიკის, თვითმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის წევრი.

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge ; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.144

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2003-2004)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დემოკრატიული აღორძინების კავშირი (დაკ)", წევრი (2003-2004)

გააზიარე: