შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი დავლაძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო მეურნეობის ფაკულტეტი. 1989–1992წწ. თბილრემმშენის ტრ. N2, სარემონტო–სამშენებლო სამმართველო, ინჟინერი; 1992–2000წწ. თბილისის სატყეო მეურნეობა, ტყის კულტურების ოსტატი, ტყის დაცვის ინჟინერი; 2000–2002წწ. შპს "თბილისი", მიწის კადასტრის და რეგისტრაციის საამზომლო ფირმა, მენეჯერი; 2002–2003წწ. "საქტყესელექციის" მეურნეობა, ინჟინერი; 2003–2004წწ. შპს "თბილისი", მიწის კადასტრის და რეგისტრაციის საამზომლო ფირმა, მენეჯერი; 2004–2006წწ. თბილისის მერიის ვაკე–საბურთალოს რაიონის გამგეობა. მთავარი სპეციალისტი; თბილისის კომპლექსური სატყეპარკი მეურნეობა, დირექტორი; 2006 წელს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი, ტყის აღრიცხვისა და ტყით სარგებლობის სამსახური, განყოფილების უფროსი; 2006-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.144 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |