The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რუსუდან წურწუმია

რუსუდან წურწუმია
Date of birth:12 May, 1945  (79 years)
Category:Scientist, Musician, Educator, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1969 წელს(თეორიულ–საკომპოზიციო).

1969–1972წწ. ასწავლიდა მუსიკის თეორიისა და ისტორიის საგნებს ქ. ფოთის სამუსიკო სასწავლებელში; 1972 წლიდან იყო ხელოვნების სასწავლო დაწესებულებების მეთოდკაბინეტის მეთოდისტი, 1974 წლიდან ინსპექტორ–მეთოდისტი, 1975–1982წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს სასწავლო დაწესებულებების განყოფილების უფროსი; 1974 წლიდან იყო თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის მუსიკის ისტორიის საგნების პედაგოგი; 1982 წლიდან გამომცემლობა "ხელოვნები"-ს მუსიკისა და ხალხური შემოქმედების რედაქციის გამგე; ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სრული პროფესორი; 1986-2007წწ. თბილისის კონსერვატორიის პრორექტორი; იყო ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და სამეცნიერო პროგრამების ხელმძღვანელი, I, II, III საერთაშორისო სიმპოზიუმების კრებულების თანარედაქტორი; 2003-2007წწ. კოორდინაციას უწევდა იუნესკოს პროექტს "ქართული პოლიფონიის დაცვა და განვითარება"; პედაგოგიური და კვლევითი საქმიანობის სფეროა ქართული პროფესიული და ეთნომუსიკა; მისი ნაშრომებია: ქართული ხალხური სიმღერა დღეს - ცოცხალი პროცესი თუ სამუზეუმო ექსპონატი? (1997, სოციოლოგიური ანალიზის ცდა), ქართული ხალხური სიმღერა ათასწლეულების მიჯნაზე (1997), XX საუკუნის I ნახევრის ქართული მუსიკის ეროვნულ ტრადიციასთან დამოკიდებულების შესახებ (1998), XX საუკუნის II ნახევრის ქართული მუსიკის ეროვნულ ტრადიციასთან დამოკიდებულების შესახებ (2004), მრავალხმიანობის ქართული ხედვა (2007), ქართული მრავალხმიანობა თანამედროვე სოციო-კულტურულ კონტექსტში (2008); ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია  1983 წელს.

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 400; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.395

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1978-1991)

Awards and Honors

  • 1996 - ღირსების მედალი
    საქართველოს კულტურის სამინისტროს სისტემის სახელოვნებო განათლების დარგში შეტანილი წვლილისათვის,ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის

Share: