The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ ჭიაურელი

Date of birth:19 December, 1913
Date of death:7 September, 1982  (at 68 years)
Category:Musician, Educator, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ვლადიკავკაზი.

სწავლობდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სავიოლინოზე, დაამთავრა 1944 წელს(თეორიულ–საკომპოზიციო).

1926–1952წწ. მუშაობდა სხვადასხვა თეატრალურ დაწესებულებებში ორკესტრის მსახიობად; 1937–1955წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მსახიობი; 1945–1947წწ. საქართველოს რადიოს მუსიკალური მაუწყებლობის პასუხისმგებელი რედაქტორი; 1948–1950წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სარეპერტუარო ნაწილის გამგე; 1950–1951წწ. თბილისის I სამუსიკო სასწავლებლის სასწავლო ნაწილის გამგე; 1962 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის პედაგოგი, 1967 წლიდან კი ამავეკათედრის დოცენტი; დაწერილი აქვს სტატიები ჟურნალებსა და გაზეთებში; ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ზ. ფალიაშვილის ოპერა "აბესალომ და ეთერი" და მისი საშემსრულებლო ექსპოზიცია", დაიცვა 1965 წელს.

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 402

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1945-1982)

Share: