The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან დუჩიძე

ლევან დუჩიძე
დაბადების თარიღი:25 მარტი, 1978  (46 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 2000 წელს; ბოხუმის (გერმანია) რურის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1999 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრატურა 2002 წელს.

1996-1998წწ. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; 1997-1998წწ. თსუ სამხედრო კათედრა; 1998-1999წწ. ბოხუმის რურის უნივერსიტეტი; 1998-2003წწ. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი ასოციაციის თავმჯდომარე; 1999 წლიდან Hellweg-profibaumarkte შპს მონაცემთა ელექტრონული დამუშავება (გერმანია); 1998-2003წწ. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი ასოციაცია, თავმჯდომარე; 2000-2004წწ. საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო, თარჯიმანი; 2004-2007წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2007-2009წწ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; 2010-2014წწ. საქართველოს უშიშროების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 2014-2016წწ. საერთაშორისო სამართლებრივი განვითარების ორგანიზაცია (IDLO), ბიზნეს ანალიტიკოსი და გარეკომუნიკაციის კოორდინატორი; 2016 წლიდან სამართლის განვითარების საერთაშორისო ორგანიზაცია, დირექტორი (უკრაინა). მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.154; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.73

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2007)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2004-2007)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, თავმჯდომარე (2004-2007)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2004-2007)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2004-2007)

გააზიარე: