შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯუმბერ ვახტანგაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი სპეციალობით - საავტომობილო გზები 1976 წელს. 1976-1978წწ. საბჭოთა კავშირის არმიის ოფიცერი, ამურის ოლქი; 1978 წლიდან მუშაობდა საავტომობილო გზების სამინისტროს სხვადასხვა თანამდებობებზე: 1978-1999წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს ქ. ცხინვალის საგზაო-სამშენებლო სამმართველოს ინჟინრიდან დირექტორამდე; 2008-2013წწ. მუშაობდა საქართველოს რეგიონული თვითმმართველობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი N85 ლიახვის საარჩეწვნო ოლქიდან; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ახალი საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, N85 ლიახვის საარჩევნო ოლქიდან; 2013 წლიდან მუშაობს საქართველოში მოქმედი ჩინური კომპანია "ჩინოჰიდროში" მეგზევე ინჟინრის თანამდებობაზე. წყარო: საქართველოს პარლამენტის პორტალი: parliament.ge; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.226; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.160 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |