The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ზარნაძე

ალექსანდრე ზარნაძე
დაბადების თარიღი:17 ოქტომბერი, 1949  (72 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თერჯოლა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტი 1972 წელს.

1972 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას: 1972-1975წწ. საბჭოთა კავშირის საშუალო მანქანათმშენებლობის სამინისტრო, სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის N52 ლაბორატორია, უფროსი ლაბორანტი, 1975-1978წწ. ლაბორატორიის ინჟინერი; 1978-1982წწ. ლაბორატორიის უფროსი ინჟინერი, 1982 წლიდან ლაბორატორიის უფროსის მოადგილე; 2003 წლიდან სფტი–ის არატრადიციული ენერგეტიკისა და საერთაშორისო სამეცნიერო–ტექნიკური ცენტრის პროგრამების განყოფილების უფროსის მოადგილე; 2005-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.163

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2005-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (2005-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2005-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2005-2008)

გააზიარე: