შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სანდრო თაბაგარი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1987 წელს. 1981-1982წწ. გაერთიანება "ჭიათურმარგანეცის" ცენტრალური ელექტრომექანიკური სახელოსნოს ავტოსატრაქტორო უბნის მუშა; 1987-2004წწ. ეწეოდა საბანკო და იურიდიულ საქმიანობას: 1987-1995წწ. საქართველოს "სახშრომშემსალაროები", საჩხერის ცენტრალური შემნახველი სალარო, ეკონომისტი; 1995-1997წწ. "გაერთიანებული ქართული ბანკის" საჩხერის ფილიალის მმართველის მოადგილე; 1997-2000წწ. შპს "ზურმუხტი", მთავარი ეკონომისტი; 1998-2004წწ. საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო, აუდიტორული საქმიანობა, "დამოუკიდებელი აუდიტორი სანდრო თაბაგარი", აუდოტორული ფირმა "აუდიტცენტრი ჭიღლაძე-თაბაგარი", დირექტორი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008-2012წწ. შპს "საქართველოს ფოსტა", სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.167 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |