Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ომარ თედორაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი თოკი, დაბა ასპინძა. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1972 წელს. 1978 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. 1980 წელს აირჩიეს მოსავლის ამღები მანქანების კათედრის გამგედ; 2005–2006 წწ. იყო აგროსაინჟინრო ფაკულტეტის დეკანი და სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დეპარტამენტის უფროსი; 2006-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008–2010 წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული მართვის დეპარტამენტს, ხოლო 2010 წლიდან–ამავე სამინისტროს ტექნიკურ და ტექნოლოგიების სამმართველოს. შეთავსებით კითხულობდა ლექციებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე. ო. თედორაძის ძირითადი შრომები ეხება მცენარეული მასის ჭრის თეორიას და შესაბამისი მანქანების კონსტრუქციების სრულყოფას. ავტორია პრაქტიკული რეკომენდაციებისა ფერმერთათვის და სახელმძღვანელოებისა აგროსაინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. მიღებული აქვს 17 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე. აზერბაიჯანის აგრარული უნივერსიტეტისა და სომხეთის აგრარული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ინჟინერმექანიზატორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2000). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.641; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.171; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.278 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |