შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან იზორია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კირცხი, ჩხოროწყუს რაიონი.. დაამთავრა ქ. თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1973 წელს. 1965-1969წწ. კირცხის XX პარტყრილობის სახელობის კოლმეურნეობის წევრი; 1969-1971წწ. კულტურის განყოფილება, ბიბლიოთეკის გამგე; 1971-1973წწ. დაბა ჩხოროწყუს საღამოს საშუალო სკოლის ისტორია-საზმცოდნეობის მასწავლებელი; 1973-1980წწ. სოფელ ლესიჭინის საღამო საშუალო სკოლის დირექტორი; 1980-1982წწ. კირცხის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1982-1988წწ. კირცხის XX პარტყრილობის სახ. კოლმეურნეობა-კომპლექსის პარტიული კომიტეტის მდივანი; 1988-1989წწ. ჩხოროწყუს რაიონის სახალხო განათლების განყოფილების გამგე; 1989-1991წწ. კირცხის კოლმეურნეობა-კომპლექსის გამგეობის თავმჯდომარე; 1991-1992წწ. ჩხოროწყუს რაიონის პრეფექტი; 2002-2003წწ. კირცხის თემის საკრებულოს თავმჯდომარე; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარი, N 69 ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქიდან; 2012-2014წწ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 180 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |