The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან იზორია

ვალერიან იზორია
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ისტორიკოსი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კირცხი, ჩხოროწყუს რაიონი..

დაამთავრა ქ. თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი  1973 წელს.

1965-1969წწ. კირცხის XX პარტყრილობის სახელობის კოლმეურნეობის წევრი; 1969-1971წწ. კულტურის განყოფილება, ბიბლიოთეკის გამგე; 1971-1973წწ. დაბა ჩხოროწყუს საღამოს საშუალო სკოლის ისტორია-საზმცოდნეობის მასწავლებელი; 1973-1980წწ. სოფელ ლესიჭინის საღამო საშუალო სკოლის დირექტორი; 1980-1982წწ. კირცხის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1982-1988წწ. კირცხის XX პარტყრილობის სახ. კოლმეურნეობა-კომპლექსის პარტიული კომიტეტის მდივანი; 1988-1989წწ. ჩხოროწყუს რაიონის სახალხო განათლების განყოფილების გამგე; 1989-1991წწ. კირცხის კოლმეურნეობა-კომპლექსის გამგეობის თავმჯდომარე; 1991-1992წწ. ჩხოროწყუს რაიონის პრეფექტი; 2002-2003წწ. კირცხის თემის საკრებულოს თავმჯდომარე; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარი, N 69 ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქიდან; 2012-2014წწ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი. 

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 180

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (2007-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი მაჟორიტარები", წევრი (2004-2007)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ჩვენი საქართველო" (2007-2008)

გააზიარე: