The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ჩიჯავაძე

ოთარ ჩიჯავაძე
დაბადების თარიღი:19 მარტი, 1919
გარდაცვ. თარიღი:21 მარტი, 1998  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1952 წელს(თეორიულ-საკომპოზიციო).

1953 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, 1957 წლიდან იყო უფროსი მასწავლებელი, 1966 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიისა და ხალხური მუსიკის შემოქმედების კათედრის დოცენტი; 1965 წლიდან კითხულობდა მუსიკის ისტორიის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; სხვადასხვა დროს იყო საქართველოს მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოების ფოლკლორის სექციის ხელმძღვანელი; 1954 წლიდან ეწეოდა ფოლკლორისტულ-შემკრებლობით საქმიანობას, ჩატარებული აქვს 53 ექსპედიცია და ჩაწერილი აქვს 2000-მდე ხალხური სიმღერა, აქედან სანოტო კრებულის სახით გამოყვეყნებული აქვს "კახური სიმღერების" ორი ტომი, "მეგრული სიმღერები", გამოუქვეყვებელი დარჩა "ლეჩხუმური სიმღერები", "შრომის სიმღერები დასავლეთ საქართველოში"; ძირითადი ნაშრომებია: "ქართული მრავალხმიანობის ზოგიერთი საკითხები"(1955, "საბჭოთა ხელოვნება"), "ქართული ხალხური საკრავები"(1959, "საბჭოთა ხელოვნება"), "ქალაქის სიმღერა და ქართველი რომანტიკოსები"(1961, "საბჭოთა ხელოვნება"), "ქართული კახური ხალხური სიმღერები"(1962, I ნაწილი), "ქართული ხალხური სიმღერები"(1969, II ნაწილი, კახური), "ქართული ხალხური სიმღერები. მეგრული"(1974), "ქართული საეკლესიო გალობის სწავლების მეთოდიკის საკითხისათვის ძველ საქართველოში"(1991); გარდაცველების შემდეგ გამოიცა შემდეგი მისი ნაშრომები: "ქართული მუსიკალური ფოლკლორის მცირე ენციკლოპედიური ლექსიკონი"(2009), "საკრავები ძველ საქართველოში"(2009); ასევე, სცენარის ავტორია ფილმებისა: "ზვიგენის კბილი"(1959), "თხუნელა"(1962). 

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 404; ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდი: polyphony.ge; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1954-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: