The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ჩიტაშვილი

დაბადების თარიღი:18 ოქტომბერი, 1944  (79 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1968 წელს(საფორტეპიანო), 1978 წელს(საკომპოზიციო).

1960 წლიდან ასწავლიდა ქ. რუსთავის სამუსიკო სკოლებსა და სასწავლებელში; 1971–1973წწ. იყო ვ. აბაშიძის სახელობის თბილისის მუსკომედიის თეატრის კონცერტმეისტერი; 1972 წლიდან ასწავლიდა ფორტეპიანოს ქ. რუსთავის II სამუსიკო სკოლაში; დაწერილი აქვს: სიმფონიური ნაწარმოებები – კონცერტი კლარნეტისა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1978), "სადღესასწაულო უვერტიურა"(1981), კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის(1983); საგუნდო ნაწარმოებები – ორი გუნდი ფორტეპიანოს თანხლებით(1976), "შვიდი ქალაქური სიმღერა", დამუშავება ქალთა გუნდის, სიმებიანი ანსამბლისა და ფორტეპიანოსათვის(1979); კამერული ნაწარმოებები – "კაფიები", ვოკალური ციკლი ხმისა და ფორტეპიანოსათვის(1973), ვარიაციები ვიოლონჩელოსათვის(1974), ოთხი პიესა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის(1979), სიუიტა ფორტეპიანოსა და შვიდი დასარტყამი ინსტრუმენტისათვის(1980), ორი პიესა კლარნეტისა და ფორტეპიანოსათვის(1981).

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 413


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1979-19??)

გააზიარე: