Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოგი ჩლაიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1967 წელს(საფორტერპიანო), 1974 წელს (საკომპოზიციო). 1962–1970 წწ. ასწავლიდა ფორტეპიანოს თბილისის VI მუსიკალურ სკოლაში, 1971–1976 წწ. I სამუსიკო სასწავლებელში; 1978–1979 წწ. იყო თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის მუსიკალური ნაწილის გამგე; 1981 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ტელერადიო მაუწყებლობის ახლგაზრდული გადაცემების მუსიკალური რედაქციის რედაქტორი; 1989–1991წწ. თბილისის თეატრ "ერქოს" მუსიკალური ხელმძღვანელი; 2005 წლიდან მუშაობს საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრის მთავარ დირიჟორად; დაწერილი აქვს: სიმფონიური ნაწარმოებები – კონცერტი ორკესტრისათვის (1972), კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათის (1973), სამი სიმფონიური მინიატურა (1978); ვოკალურ–სიმფონიური და საგუნდო ნაწარმოებები – "სადღესასწაულო კანტატა", სოლისტების, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1968), "ხუთი ხასიათი", საგუნდო ციკლი საბავშვო გუნდისათვის ა კაპელა (1974), "ხუთი ნაღვლიანი სიმღერა", მამაკაცის ხმის და ქალთა გუნდისათვის ა კაპელა (1975), სამი საბავშვო გუნდი ფორტეპიანოს თანხლებით (1979), ხუთი საბავშვო გუნდი ფორტპიანოს თანხლებით(1982); კამერულ–ინსტრუმენტული და კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – სამი იუმორესკა ფორტეპიანოსათვის(1967), "როგორ მიყვარხარ შენ", რომანსი ხმისა და ფორტეპიანოსათვის (1967), ხუთი პიესა ფორტეპიანოსათვის (1970), "სონატა–ფანტაზია", მაღალი ხმის, ფლეიტის, ვიოლონჩელოს, ტამტამისა და ფორტეპიანოსათვის(1980); ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისათვის – "დარისპანის გასაჭირი" (1975, ოპერა სამ მოქმედებათ), "ღვთაებრივი კომედია"( 1983, მიუზიკლი ორ მოქმედებათ); მუსიკა კინოფილმებისათვის. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 416; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |