The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ ინაიშვილი

ჯემალ ინაიშვილი
დაბადების თარიღი:11 ნოემბერი, 1962  (61 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1985 წელს; მოსკოვის კვების მრეწველობის სახელმწიფო საკავშირო დაუსწრებელი ინსტიტუტი, სპეციალობით-სასურსათო საქონლის მრეწველობის ეკონომიკა და ორგანიზაცია 1994 წელს..

1979–1982წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მშენებლობის სახელმწიფო კომიტეტის ბათუმის საპროექტო ბიურო; 1982–1986წწ. კომკავშირის აჭარის საოლქო კომიტეტი; 1986–1989წწ. სახალხო კონტროლის ბათუმის საქალაქო კომიტეტი; 1989 წლიდან დაინიშნა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ფირმა "აჭარსაგარეოსერვისის" გენერალური დირექტორი; 1994 წელს საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე; 1996–1997წწ. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 1997-2004წწ. ფოთის საზღვაო ნავსადგურის უფროსი; 2004-2005წწ. საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის პრეზიდენტი; 2005-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი N79 ბათუმის საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 182; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.92

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2005-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2005-2008)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი

გააზიარე: