The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო კალანდაძე

ნინო კალანდაძე
დაბადების თარიღი:11 მარტი, 1977  (47 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; მანჰაიმის უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2002 წელს.

2001-2002წწ. გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ექსპერტ-მრჩეველი; 2002-2004წწ. გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „სამართლისა და იუსტიციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“ ადგილობრივი ექსპერტი; 2003 წელს თბილისის საკრებულო, იურისტი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2005-2008წწ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სადისციპლინო კომისიის წევრი; 2008-2012წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 2012 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას და იმავდროულად კავკასიის უნივერსიტეტის დეკანია. 2015 წელს ნ. კალანდაძე­ ფონდ "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" მმართველად დაინიშნა.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.gekvirispalitra.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 188

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წევრი (2006-)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", თავმჯდომარის მოადგილე (2004-2008)

გააზიარე: