The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ კვეზერელი

ნიკოლოზ კვეზერელი
დაბადების თარიღი:7 თებერვალი, 1973  (51 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1995 წელს და  აშშ სატრანსპორტო საშუალებების ტერორისტული აქტებისაგან დაცვის სპეციალური კურსები (ვაშინგტონი, აშშ ) 1994 წელს.

1991-1995წწ. იყო უშიშროების სამინისტროს ქვედანაყოფ "ომეგას" მეთაური; 2002-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, N12 გურჯაანის საარჩევნო ოლქი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ახალი საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, N12 გურჯაანის საარჩევნო ოლქი; 2008 – 2010წწ. საქმიანობა კერძო ბიზნესის მიმართულებით; 2013–2016წწ. საქმიანობა კერძო ბიზნესის მიმართულებით; 2016 წლიდან სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 201; ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური: veterans.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტი, წევრი (2002-2003)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2003-2004)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი მაჟორიტარები", წევრი (2004-2007)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია ფრაქცია "ჩვენი საქართველო", წევრი (2007-2008)
  • საქართველოს მეკლდეურთა ეროვნული ფედერაცია, ფედერაციის პრეზიდენტი (2013-)
  • საქართველოს მეკლდეურთა ეროვნული ფედერაცია, ფედერაციის პრეზიდენტი (2001-2009)

გააზიარე: