The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რომან კობახიძე

რომან კობახიძე
დაბადების თარიღი:14 მაისი, 1949  (74 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა ალექსანდრე წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1972 წელს; მოსკოვის ხალხთა მეგობრობის ორდენოსანი კოოპერატიული ინსტიტუტი.

1968-1969წწ. საქხილბოსტნის ტყიბულის დ/კანტორა, ტარის მჭედავი მუშა; 1969-1973წწ. განათლების სამინისტროს ტყიბულის ახალსოფლის რვაწლიანი სკოლის ისტორიის მასწავლებელი; 1973-1975წწ. თბილისის სტუდქალაქის სამმართველო, მეორე "ა" კოსრპუსის კომენდანტი; 1975-1978წწ. ცეკავშირი, კადრების სამმართველოს სასწავლო დაწესებულებებისა და მასიური პროფესიის კადრების მომზადების განყოფილების ინსტრუქტორი; 1978-1981წწ. ცეკავშირის აღმზდელობითი მუშაობის და კადრების სამმართველოს ხელმძღვანელი კადრების და სპეციალისტების განყოფილების უფროსი ინსტრუქტორი; 1981-1987წწ. ცეკავშირის ტრესტ "საქკოოპრემონტაჟსპეცმშენის" კადრების განყოფილების უფროსი; 1987-1988წწ. "თბილკოოპვაჭრობის" დირექტორის მოადგილე კადრების დარგში; 1988-1989წწ. "თბილკოოპვაჭრობის" სალიკვიდაციო კომისიის წევრი და საარქივო კომისიის თავმჯდომარე; 1989-1990წწ. ცეკავშირის ს/მ პროდუქტებისა და ნედლეულის დამზადება - წარმოება - გასაღების  რესპუბლიკური ბაზის კადრების გან-ის უფროსი; 1994-2000წწ. საქართველოს საერთაშორისო ჰუმანიტარული ასოციაცია "ელფის" პრეზიდენტი; 2000-2004წწ. საქართვლოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტურიზმისა და კურორტების რეგიონალური სამმართველოს უფროსი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 209

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2005-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2004-2008)

გააზიარე: