The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ჭულუხაძე

ვახტანგ ჭულუხაძე
დაბადების თარიღი:30 აპრილი, 1945
გარდაცვ. თარიღი:29 აპრილი, 1985  (39 წლის ასაკში)
კატეგორია:დირიჟორი, კომპოზიტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1974 წელს.

1975–1982წწ. იყო საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი; 1982–1983წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ფოლკლორული კოლექტივების მთავარი დირიჟორი; 1983 წლიდან თბილისის მე–18 მუსიკალური სკოლის დირექტორი; დაწერილი აქვს: სიმფონიური ნაწარმოებები – სიმფონია(1974), "ალვანური" ცეკვა დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის(1977), სიმფონიური პოემა(1978); საგუნდო ნაწარმოებები – "მთელ ქვეყანაზე რეკავენ" სიმღერა შერეული გუნდის ა კაპელასათვის(1976), "სიმღერა თბილისზე" სოლისტის, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1982); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – სკერცო ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(1970), მუსიკალური მომენტი ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის(1970), არია ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის(1971), სიუიტა სიმებიანი ორკესტრისათვის(1971, 3 ნაწილად), საფორტეპიანო პიესების ციკლი(1973), "სამი ხასიათი" სიმებიანი კვარტეტისათვის(1976), ხუთი პრელუდია ფორტეპიანოსათვის(1976), ოთხი პიესა ფორტეპიანოსათვის(1980); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – "ცა მოჭედილია ვარსკვლავებით" რომანსი ტენორისა და ფორტეპიანოსათვის(1970), ვოკალური ციკლი ტენორისა და ფორტეპიანოსათვის(1975), ორი სიმღერა ტენორისა და ფორტეპიანოსათვის(1983).

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 426

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1976-19??)
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, წევრი (1979-19??)

გააზიარე: