The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზიგურდ ზურაბაშვილი

დაბადების თარიღი:23 მარტი, 1936  (89 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლენინგრადი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1961 წელს.

1955–1959წწ. იყო ა. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი; 1960 წლიდან მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 180 სამეცნიერო ნაშრომის, 7 მონოგრაფიის და 5 გამოგონების. ექიმი–ციტოლოგი, ჰისტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ამინაზინის და ტუფრანინის მოქმედება ცნს–ზე", დაიცვა 1960 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "შიზოფრენიით დაავადებულთა პლაზმის მოქმედების თავისებურებები ექსპერიმენტში", დაიცვა 1971 წელს.

 წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.112; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.341

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ელექტრონული მიკროსკოპიის შემსწავლელი კომისია, წევრი
  • ნევროპათოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • ტვინის სტრუქტურისა და ფუნქციის შემსწავლელი კომისია, წევრი
  • ფსიქიატრთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

გააზიარე: