The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარლო ჩუხრუკიძე

დაბადების თარიღი:28 იანვარი, 1936  (89 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1960 წელ(საფორტეპიანო), 1978 წელს(საკომპოზიციო).

1959–1963წწ. ასწავლიდა ფორტეპიანოს თბილისის IV და VI მუსიკალურ სკოლებში; 1963–1974წწ. იყო ქ. რუსთავის მუსიკალური სკოლის პედაგოგი და დირექტორი; 1965 წლიდან პედაგოგი, 1981 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კამერული ანსამბლის კათედრის დოცენტი; 1960 წლიდან სოლისტი, 1974–1976წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის კამერულ–სიმფონიური განყოფილების გამგე; 1976 წლიდან საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე საორგანიზაციო საკითხებში; დაწერილი აქვს: ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისათვის – "მამლაყინწა" საბავშვო ოპერა(1972, ორ ნაწილად, ლიბრეტო ავტორის ვაჟა–ფშაველას მიხედვით); სიმფონიური ნაწარმოებები – კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის(1973), კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1973); ვოკალურ–სიმფონიური ნაწარმოებები – რექვიემი შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1976), "ჩემს სამშობლოს" ვოკალურ–სიმფონიური პოემა(1978); საგუნდო ნაწარმოებები – "სიმღერა რუსთავზე" სოლისტის, გუნდისა და ფორტეპიანოსათვის(1968), "სასიყვარულო" ვოკალურ–ინსტრუმენტული პოემა გუნდისა და ინსტრუმენტული ანსამბლისათვის(1978), "კოლხური მოტივები" ორატორია ქალთა გუნდისა და ინსტრუმენტული ანსამბლისათვის(1980); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – სონატები ფორტეპიანოსათვის(1964 N1, 1966 N2, 1981 N3), პრელუდია და ტოკატა ფორტეპიანოსათვის(1967), საფორტეპიანო ტრიო(1969), სამი პიესა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(1975), საბავშვო საფორტეპიანო პიესების ციკლი(1978), კამერული სიმფონიები(1978 И1, 1980 N2), სიმებიანი კვარტეტი(1984); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – ვოკალური ციკლები ხმისა და ფორტერპიანოსათვის(1962, 1975, 1976); სიმღერები.

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 429

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1978-19??)

გააზიარე: