The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანტონ მარტყოფელი

ანტონ მარტყოფელი
დაბადების თარიღი:5??
გარდაცვ. თარიღი:5??
კატეგორია:სასულიერო პირი, წმინდანი

ბიოგრაფია

ანტონ მარტოდმყოფელი, ანტონ მესვეტე, მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის დამაარსებელი, ერთ–ერთი ასურელ მამათაგანი. ხსენების დღეა 19 იანვარი(ახ. სტ. 1 თებერვალი).

საქართველოში მოვიდა ქალაქ ედესიდან VI საუკუნის შუა წლებში. განმარტოებით ცხოვრების გამო უწოდეს "მარტოდმყოფელი". ფიქრობდნენ, რომ მისი სახელისაგან წარმოდგა სოფელი მარტყოფის სახელწოდება. ანტონ მარტყოფელმა საქართველოში სამისიონერო მოგზაურობის დროს მრავალი წარმართი გააქრისტიანა. განსაკუთრებით ზედაზნის მთის ჩრდილოეთით, იყალთოს მთების, ლოპოტის ხევისა და ახმეტის მიდამოებში. მას ძველთაგანვე მიაწერდნენ ქალაქ ედესიდან ხელთუქმნელი საუფლო ხატის პირის(კეცზე ტვიფრით გადაღებული) ჩამოტანას და ამას განსაკუთრებულ ეროვნულ დამსახურებად უთვლიდნენ. ეს ლეგენდა ფართოდ გამოიყენა კათოლიკოსმა არსენ ბულმაისიმისძემ თავის პატრიოტულ ჰიმნოგრაფიაში.ცნობები ანტონ მარტომყოფელის შესახებ ჩართულია სხვა ასურელ მამათა ცხოვრებაში. ცალკე თხზულება მის შესახებ(გადაკეთებულია XII-XIII საუკუნეებში) ჩართულია "ქართლის ცხოვრების" ანასეულ ნუსხაში. (XV საუკუნე).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.169


გააზიარე: